თამაზ გრატიაშვილმა, რომელიც ფოთის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, თვითდაზიანები მიიყენა.
მან სხეულზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას ცდილობდა. გრატიაშვილის თქმით, ამ გადაწვეტილებამდე სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულმა მუქარამ მიიყვანა.
გრატიაშვილი ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ივნისის თვეში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და როგორც ის თავად აცხადებს, დაკავების პროცესში სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, ამ ფაქტზე თამაზ გრატიაშვილმა გენ. ინსპექციაში სარჩელი შეიტანა.
მისი თქმით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამართალდამცველები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და სარჩელის გამოტანას თხოვენ.
თვითდაზიანების მცდელობის შემდეგ, თამაზ გრატიაშვილს ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება გაუწიეს.
შეგახსენებთ, თამაზ გრატიაშვილი, სამართალდამცველებმა რვა ივნისს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ფოთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ერთკვირიანი პატიმრობა შეეფარდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმეს პოლიციელთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ძალადობის მუხლით აწარმოებს.
ავტორი: თეა შონია











