23 წლის ქალისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მამაკაცს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ედავება. ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ცნობისთვის 29 ივნისს, 24 წლის მამაკაცმა ყოფილი შეყვარებულის, 23 წლის გოგონას დაწვა სცადა.











