მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს, ფოთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო და მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ადვოკატ ჯიტა გულიას თქმით, მოსამართლის დღევანდელ უსამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობის პოლიციის თანამშრომლებმა ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ყოფილი სამხედრო დააკავეს.
საქმის მასალების მიხედვით ინციდენტი ერთი წლის წინ მოხდა.
ავტორი: თეა შონია











