„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელიც კოვიდდადებითია ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიტიკოსი გვიან ღამით, შეუძლოდ გახდა, ტემპერატურამ 40 გრადუსამდე მოუმატა და სწორედ ამიტომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
„გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში.“- წერს ხაზარაძე.
ტემპერატურამ 40 გრადუსამდე ამიწია – მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა დამძიმდა











