„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბერს „სამართალი იზეიმებს“. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ დაწერა.
„რასაც ვატყობ, 2 ოქტომბერს, ქვეყანა, „ქართული ოცნება“ და სამართალი ერთად იზეიმებს!“ – წერს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გეგმავს. მან სოციალურ ქსელში განათავსა ავიაბილეთი, რომლის მიხედვით, სამშობლოში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე უნდა ჩამოვიდეს.











