„მიუხედავად წინა დღეების განმავლობაში არსებული სპეკულაციებისა, შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენაზეც. მივიღებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ემსახურება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება უკვე დაარღვია.
„ცალსახად და გადაჭრით შეიძლება ითქვა,ს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა დანაყოფით გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პირველ რიგში ქართული საზოგადოების წინაშე, ასევე ყველა ხელმომწერის წინაშე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას აწერდა ხელს.
ასევე მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას იმის შესახებ, რომ ყველა მხარეს მხრი დაეჭირა ცვლილებებისთვის“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. კანონოპროექტს 115-მდა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.
პარლამენტში მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს ორშაბათს უყრიან.











