ერთადერთი რამის მიმანიშნებელი იყო ოპოზიციის გამოხმაურება ჩვენს ინიციატივაზე – რაღაც უნდა ეთქვათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ პოლიტიკური ნება ამითაც გამოვხატეთ და აღსრულებაშიც გამოვხატავთ, რომ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს და ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რომლის მიხედვითაც მოსყიდვა, რომელიც აქამდეც იყოს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, კიდევ უფრო მკაცრ სანქციონირებას დაექვემდებაროს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ეს საინტერესოა: 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვაც დასჯადი ხდება











