კარგი იქნებოდა, თუ თამარ ჟვანია გადადგომამდე ოპოზიციისგან ბოდიშს მოისმენდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა,
“კარგი იქნებოდა ჯერ მოესმინა ბოდიში ოპოზიციისგან, რომლებმაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად თვეების განმავლობაში შეურაცხყოფები აყენეს, დააბრალეს ბევრი ტყუილი და შემდეგ გადამდგარიყო, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა. ამაში, ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა, პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოსი უკვე დადასტურებულია. მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED, რომელიც იყო ერთადერთი საპირწონე თითქოს და ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიას და მთლიანად ცესკოს სიმართლეს”, — განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა.











