ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით თუ ეს ხდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც საზოგადოების ყველა წევრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ! არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე ადამიანის პროფესიული საქმიანობა მოგვწონს თუ არა, როგორ ფასდება ის რომელიმე პირის თუ პირთა წრის მიერ, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ იძლევა ძალადობის გამართლების არანაირ საშუალებას!“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ვახო სანიაზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.











