პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ არჩევნები გააყალბა, ფეიკია.
მისი თქმით, ნიკა გვარამიამ დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან კობახიძეს მსგავსი რამ არც უთქვამს.
„დღეს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის გენერალურმა დირექტორმა იკადრა და სოციალურ ქსელში გაავრცელა ფეიკი იმის შესახებ, რომ თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები.
მსგავსი არ ყოფილა და მსგავსი კი არ ყოფილა, მიმსგავსებული განცხადებაც, რომლიდანაც შეიძლებოდა ეს გვეგულისხმა, ასეთი განცხადებაც კი არ გაკეთებულა. ამიტომ უდიდესი სიბნძურეა, როდესაც საზოგადოებას ატყუებ მარტივი ფეიკებით, ოღონდ საღამომდე შეიძლება ვიღაცას დააჯერო და ხვალ რა იქნება, იმას აღარ ფიქრობ.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











