„ძალიან კარგია თუ, „პატრიოტთა ალიანსიდან“ ერთი ადამიანი შემოდის პარლამენტში“ -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდიდან ავთანდილ ენუქიძესთან კომუნიკაცია არ ყოფილა.
„ის რომ პატრიოტთა ალიანსიდან ერთი ადამიანი შემოდის პარლამენტში, პირველად თქვენგან გავიგე. ძალიან კარგია თუ ადამიანი, რომელმაც დეპუტატობის მანდატი მოიპოვა, ამბობს თანხმობას თავისი საქმე რაც დაავალა ამომრჩეველმა შეასრულოს. არანაირი კომუნიკაცია ავთანდილ ენუქიძესთან არ გვქონია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შესასვლელად მზადაა











