“შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ველზე არ მუშაობს ნაციონალური მოძრაობა, რატომ? ერთადერთი იმიტომ, რომ ფონი შექმნან აადუღო სიტუაცია და მეორე დღიდან დაიწყონ ზუსტად იგივე რაც გააკეთეს საპარლამენტო არჩევნების დროს”, – განაცხადა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’ ეთერში პარტია ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისთვის გაუგებარია, რატომ არ არის წინა საარჩევნო კამპანით დაკავებული ნაციონალური მოძრაობა და რისთვის ემზადებიან რეალურად.
,,მე მინდა, ვკითხო საზოგადოებას, რატომ არ დადის ველზე ნაციონალური მოძრაობა, რატომ არ ატარებენ საარჩევნო კამპანიას, რატომ არ კიდებენ ბილბორდს? საარჩევნო კამპანიით რატომ არ არაიან დაკავებულები და რატომ არიან დაკავებული, მხოლოდ სატელევიზიო ტყუილებით და პროპაგანდირებით და სატელევიზიო შუებით ამ რაღაცა ანომალიური და ამორალური პერფორმანსებით. რა თქმა უნდა, უფლება აქვს, თუ არ უნდა არ გაუშვებს აგიტატორს არცერთ მოქალაქესთან, მაგრამ რომ არ აკეთებს ამას და მის უფლებას ასე იყენებს ყველა სხვა წინა არჩევნისგან განსხვავებით რაღაც დასკვნები ხომ უნდა გამოვიტანოთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს კინო უკვე ნახა და მათ შორის მათმა ამომრჩევლებმა, მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა მელიამ მოატყუეს თავისი მხარდამჭერები და აჯერებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საბოლოო აღმოჩნდა, რომ არჩვენები არ გაყალბდა რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა.










