fbpx
27/05/2022
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მაქვს შენიშვნები შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით – თენგიზ ცერცვაძე

18:30 მარტი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.8k
ნახვა

“დიახ, მაქვს შენიშვნები, შეზღუდვების მოხსნა უნდა მიმდინარეობდეს იმის პარალელურად, რომ მოსახლეობამ უნდა ისწავლოს მასიურად პირბადეების გამოყენება”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„როცა მეკითხებიან, ხომ არ გამოიწვევეს შეზღუდვების მოხსნა ინფექციის მატების ახალ ტალღას, ვეუბნები, რომ არაფერი არ არის გამორიცხული. თუ ევროპის ქვეყნები ელოდებიან მესამე ტალღას და ამერიკა მეოთხე ტალღას, ჩვენც ხომ მსოფლიო თანამეგობრობაში ვცხოვრობთ და ჩვენთანაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით ჩემთვის შემაშფოთებელია, რომ სწორედ კონკრეტული სამსახურები ითვლიან პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და სხვა და თუ იყო ჩვენთვის კარგ პერიოდში 72% პირბადეების ტარება, რაც ასევე, არ არის დიდი, იმიტომ, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში 90-95%-ია, 72%-ის შემდეგ იყო 62% და გუშინ მაცნობეს, რომ 62%-იც აღარ არის, უკვე 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა პირბადეების გამოყენება – ეს იქნება ჩვენთვის დამღუპველი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოსახლეობამ არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც მან დაუშვა ზაფხულში, როდესაც შეზღუდვების მოხსნის პარალალურად უარი ვთქვით რეგულაციების შესრულებაზე, პირბადეების ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებაზე.

თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა და ბიზნესი იყოს გახსნილი, შეზღუდვები იყოს მინიმალური ან მთლიანად მოხსნილი და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, გვქონდეს შემოსავალი, მოსახლეობა არ იყოს ისეთ გაჭირვებაში, როგორც იყო ამ „ლოქდაუნის“ პერიოდში, მაშინ უნდა ვაღიაროთ და უნდა შევასრულოთ ის, რომ ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცირება. ურთიერთგამომრიცხავია მოსახლეობის ეს ორი სურვილი, რომ ერთი მხრივ არ იყოს შეზღუდვები და მათ ჰქონდეთ თავისუფალი ცხოვრების და ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა და მეორე მხრივ, არ ატარონ პირბადეები და არ დაიცვან სოციალური დისტანცირება. ეს ორი მომენტი შეუთავსებელია და ადვილად მიხვდებით, რომელი მომენტია უფრო მარტივად დასათმობი აქედან,“- განაცხადა ცერცვაძემ.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

დეკემბერი 1, 2021
828
საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა, პანდემიის დაძლევაზე ლაპარაკი ზედმეტია

დეკემბერი 1, 2021
913
მთავარი ამბავი

თენგიზ ცერცვაძე გამაფრთხილებელ მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 22, 2021
793

ბოლო განახლებები

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022
761

ბლუთუზ დინამიკების გამორჩეული მახასიათებლები

მაისი 24, 2022
764

რა უნდა გავითვალისწინოთ თბილისში ბინის მოძებნისას

მაისი 24, 2022
764

სახლის დაცვა თანამედროვე საკეტის მექანიზმების დახმარებით

მაისი 24, 2022
762

რა დანიშნულება აქვს სასოფლო-სამეურნეო კრედიტს?

მაისი 24, 2022
762

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.2k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.3k

ბოლო სტატიები

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია