ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდ-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, მარია ვან კერჰოვეს განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდის დელტა შტამი 96 ქვეყანაშია გავრცელებული.
„ჯანმო დელტა ვარიანტის ცირკულირებას მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება. ამ დროისთვის ის 96 ქვეყანაშია გავრცელებული და ველოდებით რომ მისი გავრცელება გაგრძელდება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს. პირველი – ეს არის ვირუსის შტამები, მათ შორის დელტა ვარიანტი. მეორე ფაქტორი სოციალური მობილობის გაზრდაა, რის შედეგადაც ინდივიდუალურმა კონტაქტებმა იმატა. მესამე ფაქტორი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების არასათანადოდ გამოყენებაა. მეოთხე კი ვაქცინების არათანაბარი და უსამართლო განაწილება“,- აცხადებს კერჰოვე.











