კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მსოფლიო პლატოზე გადავიდა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვემ განაცხადა.
„მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, პლატოს მივაღწიეთ, თუმცა ის კვლავ მაღალ დონეზეა. ყოველ კვირას მსოფლიოში ვირუსის დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 4.4-4.5 მილიონს აღწევს და გარდაცვალების 67-68 ათასი შემთხვევა ვლინდება. ეს სიტუაცია შეშფოთებას იმიტომ იწვევს, რომ პანდემია უკვე 20 თვის განმავლობაში გრძელდება და ჩვენ პანდემიასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გვაქვს“,- განაცხადა კერჰოვემ.











