ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვემ განაცხადა, რომ სკოლების გახსნამდე აუცილებელია ხელისუფლება დარწმუნდეს, რომ იმ ადგილებში, სადაც სასწავლო დაწესებულება მდებარეობს, პანდემია კონტროლს ექვემდებარება.
„სკოლების გახსნამდე აუცილებელია ხელისუფლება დარწმუნდეს, რომ იმ ადგილებში, სადაც სასწავლო დაწესებულება მდებარეობს, პანდემია კონტროლს ექვემდებარება და სკოლების გახსნა უსაფრთხოა. ზოგიერთ ქვეყანაში სკოლები უკვე გაიხსნა, ზოგან კი არც დახურულა. მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირება, რათა მათ შვილებს კარგად აუხსნან სოციალური დისტანცირებისა და პირბადის ტარების მნიშვნელობა. ასევე, სკოლებში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი, სადაც იმ მოსწავლეების, სასწავლო პერსონალის ტესტირება მოხდება, რომლებიც თავს შეუძლოდ იგრძნობენ ან ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ. ყველა კარგად აცნობიერებს იმას,თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლების გახსნა, არა მარტო ბავშვების განათლებისთვის, არამედ მათი მენტალური ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ვირუსით ბავშვებიც ინფიცირდებიან. უმრავლესობას ვირუსის სუსტი სიმპტომები აქვს, თუმცა ნაწილს დაავადება ურთულდება. დაფიქსირებულია ლეტალობის შემთხვევებიც“,- განაცხადა მარია ვან კერჰოვემ.











