სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე პარლამენტის წინ, 45 ლარის ოდენობის პროდუქტებით დაჯდა.
ეს ის თანხაა, რომელსაც სახელმწიფო შემწეობის სახით იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს ურიცხავს. გეგუჩაძე, სწორედ ამ თანხის რაოდენობას აპროტესტებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი – ნანუკა ჟორჟოლიანი თავის FB გვერდზე ავრცელებს:
“მარიამს ერთ-ერთმა დევნილმა თხოვა, პარლამენტის წევრებისთვის ეკითხა, თვეში 45 ლარი რაში ეყოფოდათ. მარიამმა ითხოვა საშვი პარლამენტში შეკითხვა რომ უმრავლესობისთვის დაესვა და ჰოი საოცრება, არ შეუშვეს, ეგ აქტივისტიაო. ამბავი დღეს ასე გაგრძელდა.
ქუთაისურად გეტყვი და მაგრად მევასები” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.











