ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ქვრივიშილი ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
„სულ ახლახანს დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა და მოხარული ვარ გაცნობით რომ – დღეს, 2021 წლის 19 იანვარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, არჩევნების გზით, კიდევ ერთხელ გამოეცხადა უდიდესი ნდობა აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნებისგან (უდიდესი უპირატესობით – 25:8) და მომდევნო ოთხი წელი კვლავ უხელმძღვანელებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას. შედეგად, 2021 წლის სექტემბერში ზურა წარდგება გენერალურ ასამბლეაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დასამტკიცებლად. ვულოცავ ზურას და სრულიად საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. ბევრი წარმატება ჩვენს ქვეყანას და ტურიზმის ინდუსტრიას“ – წერს Facebook-ის გვერდზე მარიამ ქართველიშვილი.











