ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოებაზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არის, ამიტომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
მისი თქმით, საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს სექტორულ რეფორმებს.
„ძალიან ღიად და გულწრფელად ვიტყვი, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არის, ეს რეალობაა. ამიტომ არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას წევრობაზე კითხვას, რადგან ახლო მომავალში ეს რეალისტური არ იქნება. ამის ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღება მიექცეს სექტორულ რეფორმებს და მინდა მივულოცო საქართველოს, რომ ახალი სტრატეგიების შემუშავება და ევროკავშირთან შეთანხმება, შესანიშნავია და თქვენ ამას აკეთებთ. ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ქართველების ამბიციები შევამციროთ, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ თანხმობას 2024 წელს. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა.” – თქვა მარინა კალიურანდმა.











