მომწონს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და პარლამენტში მუშაობის დაწყება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„მომწონს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და პარლამენტში მუშაობის დაწყება, როგორც ამას ამომრჩეველი ავალდებულებს. შემდეგი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა გახდეს. ეს რეალურ პასუხისმგებლობასა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ნიშნავს“, – წერს კალიურანდი.
I recognize that UNM members finally decided to take their mandates & start working in ?? Parliament, as mandated by voters. Signing of the April agreement by UNM should be the next step. Would mean real responsibility & serving interests of ?? people.https://t.co/IGulqBxkrv
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) May 31, 2021











