მარნეულიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაიაფდა. მინივენებს, რომლებიც თბილისი-მარნეულის მიმართულებით მოძრაობენ მგზავრებს 5 ლარის ნაცვლად 3 ლარად მოემსახურებიან.
მგზავრები ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილებას გამოთქვამენ.
„5ლარი ძვირი იყო.მე ხშირად მიწევს მგზავრობა კვირაში რამდენიმეჯერ დავდივარ თბილისიდან მარნეულში და მთელი ხელფასი გზაში მეხარჯებოდა, ახლა კი ეს დიდი შეღავათია ჩემთვის“, – ამბობს მგზავრი.
როგორც მძღოლები ამბობენ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პანდემიამდე აღნიშნული მინივენებით, მარნეულიდან თბილისამდე მგზავრობა 2.50 ლარი ღირდა.
ავტორი: მარიამ ქველაძე











