მარნეულის მუნიციპალიტეტის #18 უბანზე შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა, # 22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანი ილურიძის თქმით, საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.
,,მარნეულში #18 უბანზე ოქმი დაიკარგა და ამ საკითხზე პოლიცია უკვე საქმის კურსშია, დაწყებულია გამოძიება, ამ დროისთვის საბოლოო შედეგები არ არის ცნობილი და გარდაბნის რამდენიმე უბანზე ,ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმების დათვლა“, – ამბობს ილურიძე.
ავტორი: მარიამ ქველაძე











