მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე 60-მდე პედაგოგს, ხელფასი გაეზრდება, სპეციალურ მასწავლებლებს უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2021 წლიდან მიენიჭებათ. სტატუსის მიხედვით ისინი, თვის ბოლოდან დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ ,მარნეულის რესურს ცენტრში გვითხრეს.
„მარნეულში ფუნქციონირებს 74 სკოლა და მათ შორის 46 სკოლაში სწავლობს 137 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე, ამ სკოლებში 60-დე სპეც პედაგოგი მუშაობს. დანამატის ოდენობა კი, დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეების რაოდენობაზე.” – გვითხრეს მარნეულის რესურს ცენტრში.
ავტორი: მარიამ ქველაძე











