მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კოვიდ 19 არ დაფიქსირებულა, როგორც მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ყოველ ორ კვირაში მოქალაქეებს რომლებიც რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ტესტები უტარდებათ.
„მოქალაქეებს რომლებიც რისკ ჯგუფის მატარებელნი არიან 14 დღეში ერთხელ ტესტებს ვუკეთებთ, ესენი არიან სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავე მოქალაქეები, ასევე ექიმები, პოლიციის თანამშრომლები, ბოლო ერთი თვეა ჯერ-ჯერობით სიმშვიდე გვაქვს მარნეულში.”
აცხადებენ მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში.
ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და კოვიდ ინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ბოლნისსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებშიც, როგორც მარნეულში ასევე ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ყოველ ორ კვირაში იტესტება რისკ ჯგუფები, პოლიცია, მედპერსონალი და სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ავტორი: მარიამ ქველაძე











