მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტები არ დარიგდება. ამის შესახებ მარნეულის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ კარამოვმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. კარამოვის თქმით, მარნეულში პანდემიის გამო მხოლოდ 4 საბავშვო ბაღი გაიხსნა და პროდუქტი იქაც მცირე რაოდენობით იყო მომარაგებული.
„მარნეულში 14 საბავშვო ბაღია, აქედან მხოლოდ ოთხი ბაღი გაიხსნა თუმცა დიდხანს კოვიდ 19-ის გამი არცერთს არ უმუშავია. პროდუქტს რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ოთხ ბაღში, ბავშვების რაოდენობა ძალიან ცოტა იყო, პროდუქტსაც ცოტას ვამარაგებდით, ამიტომ მარნეულში პროდუქტი არ დარიგდება ბაღის აღსაზრდელებისთვის,არ არის მარაგი“, – გვითხრა კარამოვმა.
ავტორი: მარიამ ქველაძე











