მარნეულის მერიის წინ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის გადაგომის მოთხოვნით აქცია გამართა.
„ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის, მაჟორიტარობის კანდიდატის აჰმედ იმამკულიევის განცხადებით, ეს მოთხოვნა მარნეულში ორი დღის წინ პოლიტიკურ დაპირისპირებასა და მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ ძალადობას უკავშირდება.
„ჟურნალისტებზე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე დაპირისპირების დროს , ფიზიკური ძალადობა საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის თანდასწრებით ხდებოდა. ის „ქართული ოცნების„ შტაბის უფროსია და ამიტომ მივითხოვთ მის თანამდებობიდან განთავისუფლებას. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება და სასამართლოსაც მივმართავთ აუცილებლად“, –
აცხადებს იმამკულიევი.
შეგახსენებთ რომ მარნეულში,29 სექტემბერს პარტია ქართული ოცნებისა და ენმ აქტივისტებს შორის ,სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გამოძიება შსს დაწყებულია 126-ე ძალადობისა და 154-ე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით.
ავტორი: მარიამ ქველაძე











