მარნეულში ანტიგენის ტესტით მოსახლეობის ტესტირება დაიწყო. როგორც მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ეთერ ლაფერაძე “პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, ტესტებს ძირითადად რისკჯგუფებს გაუკეთებენ.
“ჩვენს მუნიციპალიტეტში ტესტირება აქამდეც აქტიურად მიმდინარეობდა, რისკ ჯგუფები იტესტებოდა ძირითადად, ესენია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, იუსტიციის სახლის თანამშრომლები და სხვა რისკჯგუფები, ახლა კი დაემატა ტაქსის მძღოლები, მოვაჭრეები და ყველა სიმპტომების მქონე პირი. მომსახურებას სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო პროგრამა და ბენეფიციარს თანხის გადახდა არ სჭირდება. პასუხებს კი პირად ტელეფონზე მიიღებენ, ან ოჯახის ექიმი დაუკავშირდება ყველა პაციენტს“, – აცხადებს ლაფერაძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვითხრეს, რომ პაციენტებს წინა ტესტირებიდან გასული უნდა იყოს არა ნაკლებ 72 საათი.
ავტორი: მარიამ ქველაძე











