მარნეულის მუნიციპალიტეტში მე-5 სკოლის 19 კლასი კორონავირუსის გამო, ონლაინ სწავლებაზეა გადასული.
მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სკოლების მთლიანად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენს.
,,რამდენიმე სკოლიდან, 19 კლასი გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, ეს გადაწყდა იმის გამო, რომ რამდენიმე მოსწავლე და მასწავლებელია დაინფიცირებული,ზოგი არის მათი კონტაქტი სკოლაშივე, ჯეჯერობით სკოლების მთლიანად დახურვა საჭირო არ არის,“ – გვითხრა ქენან ომაროვმა.
ამ დროისთვის, ონლაინ სწავლაზე მარნეულის სოფელ კასუმლოს, სოფელ ბაიდარის, მარნეულის მე-5 და სოფელ ბეგლიარის სკოლებში მიმდინარეობს რამდენიმე კლასში დისტანციური სწავლა.
ავტორი: მარიამ ქველაძე











