„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი, აზერ სულეიმანოვი „პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობს.
მისი თქმით, დიდი უპირატესობით, ყველა უბანზე მან გაიმარჯვა.
,,არანაირად არ ვცნობ ამ შედეგებს. ეს იყო დიდი გაყალბება, კი ზეიმობს „ქართული ოცნება“ მაგრამ რას ზეიმობს?! საინტერესოა, ან რად უნდა ზაურ დარგალს, ისეთი დეპუტატი იყოს, რომელიც ხალხს არ აურჩევია, დღეიდან დაიწყება აქციები, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მჯერა რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს,” – გვითხრა სულეიმანოვმა.
ცესკოს ამ დროის მონაცემებით, მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ზაურ დარგალს ამომრჩევლების 53.66%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატს აზერ სულეიმანოვს -33%.
ცესკოს წინასწარი პირველადი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48,12%%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26,94%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,79% აქვს.
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით აქციის გამართვას გეგმავს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: მარიამ ქველაძე











