მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი სკოლა მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის პედაგოგებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. რესურს ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დისტანციურად მარნეულის ხუთი სკოლა აგრძელებს სასწავლო პროცესს.
,,ორი სკოლა სოფელ კასუმლოსა და შულავერის #1 საჯარო სკოლები გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, სამ მასწავლებელს კორონა ვირუსი დაუდგინდა და ამიტომ გახდა ეს საჭირო“, – განაცხადეს მარნეულის რესურს ცენტრში.
ამ დროისთვის დაინფიცირებული პედაგოგების კონტაქტები თვით იზოლაციაშია და აღნიშნული ორი სკოლა 14 დღე დისტანციუტად იმუშავებს. მარნეულში ამ დროისთვის აღნიშნული ორი სკოლის გარდა, ნაწილობრივ დისტანციურად კიდევ სამი სკოლა მუშაობს.
ავტორი: მარიამ ქველაძე











