მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
როგორც სახლის მეპატრონეები აცხადებენ, ცეცხლი სწრაფად მოედო სახლს და შენობიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხეს. ისინი დახმარებას ითხოვენ.
ხანძარი სავარაუდოდ, სახლის სხვენში, ელექტრო გაყვანილობას გაუჩნდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს.
ავტორი:მარიამ ქველაძე











