ბოლნისის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ დეპუტატობის კანდიდატს ბოლნისსა და დმანისში , ნამიკ ბაირამოვს სცემეს. როგორც თვითმხილველი ამბობს, ნამიკ ბაირამოვზე სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წევრებმა იძალადეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„პრაიმტაიმნიუსი“, ბოლნისის „ქართული ოცნების“ შტაბის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ნამიკ ბაირამივი „ქართული ოცნების“ წევრებს არ უცემიათ.
„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რა დროსაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, მეორე კი მძიმედ დაშავდა და ეს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ტელეფონით უღებდა. როგორც გავიგე დაზარალებულების ახლობლები გაუსწორდნენ მას ფიზიკურად. „ქართული ოცნება“ არაფერ შუაში არ არის“, – გვითხრეს პრესსამსახურში.
ავტორი: მარიამ ქველაძე











