დღეს, 7 იანვარს, მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ქრისტესშობა (შობა) ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც თითქმის ყველა ეკლესია აღნიშნავს 25 დეკემბერს, ხოლო ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული და რუსული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 7 იანვარს.
ამ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება ლიტანიობა, ასევე პატრიარქი ყველა მორწმუნეს მოუწოდებს, შობის ღამეს სარკმელთან სანთელი აანთოს და ღვთისმშობელს მოუხმოს.











