შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება 2021 წლის 18 იანვრიდან განახლდება.
ამავე ცნობით, სააგენტოს სერვისცენტრები, 31 დეკემბერს, 1, 2, 3 და 7 იანვარს არ იმუშავებს.
18 იანვრიდან მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.











