fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ, ვინც დაინახა, რომ „ფრონტერა“ ტყუის – ნათია თურნავა

17:29 ნოემბერი 2, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
860
ნახვა

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Outrider Management-ი საქართველოში ნავთობის მოპოვებისთვის მთავრობისგან ლიცენზიის მიღებას ითხოვს.  Outrider Management-ის განცხადების თანახმად, კომპანია საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთ-ერთი ინვესტორი იყო.

ამერიკული კომპანიის მიმართვიდან ორი კვირა გავიდა. როგორც ეკონომიკის, ასევე ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა Outrider Management-სა Frontera-ს შორის მიმდინარე დავაში ვერ ჩაერევა და იმოქმედებენ იმის შესაბამისად, თუ როგორი იქნება დავის საბოლოო შედეგი.

ეკონომიკის მინისტრის პოზიციას, რომელიც bm.ge-ის წერილობით მიაწოდეს, უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის შედეგად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და, პრაქტიკულად, ყველა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათ შორის დაადგინა „ფრონტერას“ მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო უფლება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ იმდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამერიკული კომპანიების მუშაობას საქართველოში, რომ გამოვიჩინეთ კეთილი ნება და არ შევწყვიტეთ ხელშეკრულება „ფრონტერასთან“ და მას მოპოვების ფართობზე, ანუ იქ სადაც საბჭოთა პერიოდში აღმოჩენილი საბადოებია, მუშაობის გაგრძელების საშუალება მივეცით.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ფრონტერამ“ საკითხის პოლიტიზირება არჩია ნაცვლად იმისა, რომ გამოეჩინა საპასუხო პოზიტიური მიდგომა, თავისი ვალდებულებები გაესტუმრებინა, საკუთარ მუშა-მოსამსახურეებზე და საბადოებზე მისი უმოქმედობით გამოწვეულ არსებულ მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციაზე ეზრუნა და ბიზნესი გაეგრძელებინა საქართველოში. კომპანიის წარმომადგენლებმა, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური ტრიბუნა გამოიყენეს და შეეცადნენ, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოეხდინათ.

მათ მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯეს ლობისტებში თავისი არასწორი და პრაქტიკულად უსამართლო ბრალდებების გავრცობის მიზნით. არადა, შეეძლოთ, რომ აღნიშნული რესურსი საკუთარი მოვალეების გასასტუმრებლად გამოეყენებინათ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ, ვინც დაინახა, რომ კომპანია „ფრონტერა“ ტყუის. კერძოდ, გაირკვა, რომ კომპანიას ჰყავს კრედიტორების და მომსახურე კომპანიების მიმართ ვალდებულებები საერთაშორისო მასშტაბით. ამ ვალდებულებებს „ფრონტერა“ ვერ ემსახურებოდა და ეს პროცესი ლოგიკური შედეგით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კაიმანის მთავრობა, სადაც „ფრონტერაა“ რეგისტრირებული, გეგმავს კომპანიის რეგისტრაციის გაუქმებას ამ უკანასკნელის მიერ ანგარიშგების და საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების გამო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევდივართ აღნიშნულ საერთაშორისო დავებში – ისინი მიმდინარეობს სხვადასხვა კერძო სუბიექტებს შორის. როგორიც იქნება მათი საბოლოო შედეგი, იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აცხადებს ნათია თურნავა.

წყარო: bm.ge

თეგები: ნათია თურნავაფრონტერა

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

თურნავა: ბატონმა ბიძინამ წყალტუბოს კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა

სექტემბერი 13, 2021
803
საზოგადოება

მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა – ნათია თურნავა

აგვისტო 30, 2021
907
საზოგადოება

ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა

აგვისტო 29, 2021
887

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია