მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ერთ-ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ PCR მეთოდით 104 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი ექვს პირს დაუდასტურდა.
მათივე ინფორმაციით, სასულიერო პირს, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, მრევლთან შეხება არ ჰქონია. ასევე ცენტრის ცნობით, ინფიცირებულ მამაოსთან კონტაქტში მყოფი ერთ-ერთი სასულიერო პირი იზოლაციაში იმყოფება.
ავტორი: თეა შონია











