მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული 21 საბავშო ბაგა-ბაღიკორონავირისის გავრცელების პრევენციის გამო დაიხურა.
ინფორმაციას მარტვილის სკოლამდელ-საგანმანათლებლო-სააღმზდრელო დაწესებულების ხდლმძღვანელი ირმა გაბისონია “პრაიმტაიმთან” ადასტურებს.
“დღესაც ველოდებით პისიარ ტესტის პასუხებს. 845 აღსაზრდელიდან მხოლოდ 120 ბავშვი დადიოდა, რაც საერთო რაოდენობის18 პროცენტია. შიშობდნენ მშობლებიც და ეს საერთო გადაწყვეტილება მერიასთან შეთანხმებით მივიღეთ”, – ამბობს იგი.
მისივე თქმით, ბაღების დახურვის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მარტვილში ბოლო დღეების მანძილზე კორონავირუსით ინფიცირების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის იყვნენ როგორც საბავშო ბაღის აღსაზრდელები,ასევე პედაგოგები.
ავტორი: თეა შონია











