მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ტალერის მკვიდრ 31 წლის პოლიციელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ მარტვილის ჯანდაცვის ცენტრის დაავადებათა კონტროლის განყოფილებაში აცხადებენ.
მათი თქმით, მამაკაცის ინფიცირების წყარო ბათუმია და იგი დღეგამოშვებით მარტვილის მუნიციპალიტეტში დადიოდა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის მოძიებულია ინფიცირებულის შვიდი კონტაქტი.
კოვიდინფიცირებული მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გაივლის.
ავტორი: თეა შონია











