მარტვილში კორონავირუსი სავაჭრო ცენტრ „ბუმი“-ს თანამშრომელს დაუდასტურდა. იგი დამლაგებლად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი როზა ჯანაშია ადასტურებს.
მისივე თქმით, ინფიცირებულია დამლაგებელი, ხოლო მეორე შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევის სამი წლის მოზარდის ძმას ეხება, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა.
სავაჭრო ცენტრში დეზინფექცია ჩატარდება.
ავტორი: თეა შონია











