მარტვილში სავაჭრო ცენტრ „ბუმში“ ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია სავაჭრო ცენტრის სურსათის განყოფილება. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია
სავაჭრო ცეტრ „ბუმის” მფობელმა გოგი ჩიხლაძემ კომენტარის გაკეთება მედიასთან არ ისურვა.
მას ასევე უჭირს საუბარი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მარკეტის ხელმძღვანელობის განმარტებით სავაჭრო ცენტრი 10 დღით დაიხურება.
ავტორი: თეა შონია











