მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ დიდ ჭყონში ნიკოლოზ დგებუაძის ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.

ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ სოფლის რწმუნებულმა დავით ხუხუამ დაუდასტურა. მისივე თქმით, მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია და მერია მათ დროებით საცხოვრებელს გამოუყოფს.

შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ძველი ელექტროგაყვანილობაა.

ავტორი: თეა შონია









