გომისმთაზე დაკარგული სამივე ბიჭი ცოცხლია, მათ სამაშველო სამსახურს გააგებინეს, რომ კარგად არიან.
ისინი უკვე მაშველებმა იპოვეს.
ბიჭები ხევში იყვნენ ჩაფლულები.
რაც შეეხება გარდაცვლილ ახალგაზრდას, როგორც ასევე ადგილიდან გვატყობინებენ, ჯერ ვერ მიაგნეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ახალგაზრდა მამაკაცმა სამაშველო სამსახურში დარეკა, ის შველას ითხოვდა. ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა გუშინ გომისმთაზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ქარბუქში მოხვდნენ. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. ორის მდგომარეობა კი მძიმეა.











