დუშეთის მუნიციპალიტეტში 21 წლის ახალგაზრდა მამაკავს პოლიცია და მაშველები ერთად ეძებდნენ. ახალგაზრდა სახლიდან გავიდა, ის სოფელ ჭიჩოდან, სოფელ ჭალის მიმართულებით წავიდა, მას ტელეფონით ვერ უკავშირდებოდნენ და ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
პროცესში, ასევე, ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები სოფლების დამაკავშირებელ გზებზე.
მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე დაახლოებით 80 მეტრის სიღრმის ხევიდან ამოიყვანეს და სამანქანო გზამდე, დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე, საკაცის საშუალებით გამოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სტაციონარში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდება.











