ყველაზე სწრაფად ფუჭებადი პროდუქტი პოლიტიკურ სივრცეში ოცნების ახალი შემადგენლობაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სამაგალითო: რას ნიშნავს თანამდებობის მონობა, როგორია ადამიანი, რომელიც ყველაფერს გაცვლის საკუთარ კეთილდღეობაში, მათ შორის სამშობლოს, თავისუფლებას, ადამიანურ ღირსებას, თავმოყვარეობას… პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის დღესვე ისტორიის სანაგვეზე აღმოჩენა, გავრილოვთან ტალახში გაგორება, მართლაც დიდი მიღწევაა, უღირსობის და ამორალურობის მაგალითებით მდიდარი პოლიტიკური ისტორიის ქვეყანაშიც კი“, – წერს სამადაშვილი.











