მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე პერუს დროებითი პრეზიდენტი, მანუელ მერინო გადადგა. ის პრეზიდენტის მოვალეობას სულ რამდენიმე დღის განმავლობაში ასრულებდა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, მერინომ დროებითი პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც კონგრესმა პრეზიდენტ მარტინ ვიზკარას იმპიჩმენტი გამოუცხადა. მას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში სდებენ ბრალს, რასაც ვიზკარა კატეგორიულად უარყოფს.
იმპიჩმენტის გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.










