fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მათიკაშვილი: ნახევრად კრიმინალური დაჯგუფება, „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ დაძაბოს სიტუაცია და ეს გაასაღოს „ქართული ოცნების“ მხრიდან მომდინარე ძალადობად

20:26 სექტემბერი 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
813
ნახვა

„ნახევრად კრიმინალური დაჯგუფება, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ცდილობს პროვოკაციები მოუწყოს „ქართულ ოცნებას“ და მის აქტივისტებს. აშკარაა, რომ ისინი, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად წააგებენ, ამიტომ მათი მთავარი იარაღი არის პროვოკაცია, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

გოგი მეშველიანი, მშვიდ, წყნარ, გაწონასწორებულ ვითარებაში ატარებს წინასაარჩევნო პროცესს, აგიტაციას და სწორედ ეს არის ძალიან გამაღიზიანებელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. აშკარაა, რომ ისინი, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად წააგებენ, ამიტომ მათი მთავარი იარაღი არის პროვოკაცია, რათა შექმნან ისეთი ვითარება და განწყობა, თითქოს ხდება დაძაბულობა, არის დაპირისპირება და ძალადობა, რომელიც თითქოს სახელისუფლებო გუნდიდან მომდინარეობს. იმის მაგივრად, რომ დაბალრეიტინგიანმა ოპონენტებმა, რაიმე სახით ხელი შეუწყონ სიტუაციის განმუხტვას, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაძაბონ სიტუაცია და ეს ყველაფერი გაასაღონ „ქართული ოცნების“ მხრიდან მომდინარე ძალადობად“, – აცხადებს მათიკაშვილი.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დადგას სცენარი თითქოს ძალადობა „ქართული ოცნების“ მხრიდან მომდინარეობდა, რაც არის ტყუილი და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს იმ შედეგით, რაც საავადმყოფოებში არის დაფიქსირებული.

„გოგი მეშველიანის მხარდაჭერის ფარგლებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, სადაც პირველი ხელის შეშლა მოხდა. შემდგომ ჩაიხანაში უკვე იყო კიდევ ერთი პროვოკაციული მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რასაც არ წამოეგო „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, მოხდა ამ სიტუაციის განმუხტვა. პროვოკაციის უკვე მესამე მცდელობა იყო სწორედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ 20-30 აქტივისტი ქვებით, ჯოხებით, ხელკეტებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. რამდენიმე მათგანს მიყენებული აქვს საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის დაზიანება და ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ არის მხოლოდ პოლიტიკური ძალა, არამედ, ეს არის კრიმინალი ბელადის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის მიზანიც არ არის მშვიდობა, სტაბილურობა და არჩევნების მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.

„ხელისუფლებას გააჩნია სრული რესურსი, რომ წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები ჩატარდეს წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ეს არის თითო-ოროლა კრიმინალის მცდელობა არიოს სიტუაცია, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ. ყველა პროვოკაციული ქმედება, დანაშაულის ჩადენის ფაქტი იქნება მკაცრად დასჯილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

თეგები: დავით მათიკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ეს არის არა პიჯაკების საქმე, არამედ პრეზიდენტის თავხედობის საქმე საკუთარი ერის მიმართ – დავით მათიკაშვილი

დეკემბერი 2, 2021
830
პოლიტიკა

ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოცემულობა არ არსებობს – დავით მათიკაშვილი

ნოემბერი 24, 2021
829
პოლიტიკა

„კურორტზე გადაყვანა“ არ უთქვამს ექს-პრეზიდენტის პირად ექიმს, თუმცა შთაბეჭდილება დარჩა, რომ სააკაშვილის კურორტზე გადაყვანას ითხოვდა – მათიკაშვილი

ნოემბერი 21, 2021
913

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია