თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, ის სარწყავ მილს არემონტებდა, რა დროსაც ძლიერმა ელექტროგაყვანილობის ხაზიდან დენმა დაარტყა.
მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან











