2021 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე 2020, – ამის შესახებ Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი აცხადებს.
ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
„ეს წელი დამანგრეველი იყო. თუმცა, 2021 წელს უკეთესი იქნება. კაცობრიობას არასდროს მიუღწევია ისეთი პროგრესისთვის დაავადებასთან ბრძოლაში, როგორც ამას კორონავირუსის პანდემიის დროს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინებს შესაქმნელად 10 წელი სჭირდება, მეცნიერებმა ერთი წლის განმავლობაში კოვიდის რამდენიმე ვაქცინა შექმნეს“, – აცხადებს ბილ გეიტსი.
გეიტსის თქმით, გაზაფხულზე Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პანდემიაზე ზეგავლენას მოახდენს. როგორც ის აღნიშნავს, აღნიშნული პერიოდისთვის მდიდარ ქვეყნებში სიკვდილიანობის რიცხი უნდა შემცირდეს.
„ბევრად უფრო ახლოს ვიქნებით ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დასაბრუნებლად, ვიდრე ახლა ვართ“,- აღნიშნავს გეიტსი.
2021 will be better than 2020. Here’s why: https://t.co/mYbpl5wwF1
— Bill Gates (@BillGates) December 22, 2020











