fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მდინარაძე: ამორალურია ფიზიკური პირების მიერ ფულის შოვნის გადაწყვეტილება და „ნაცმოძრაობის“ მიერ ამ საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერა

22:30 აგვისტო 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
886
ნახვა

არანაირი საჭიროება არ არის რომელიმე ფიზიკური პირის, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, თაღლითობს და ფულს ართმევს მოქალაქეს იმაში, რომ ბავშვები დაარეგისტრირონ შესაბამის ბაზაში და ასევე არ არსებობს პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარების საჭიროება, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფიზიკური პირების გარკვეული ჯგუფი ცდილობს ანაზღაურების საფასურად მოქალაქეებს დაეხმარონ რეგისტრაციაში, ბავშვებისათვის განკუთვნილი 200 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად. მისივე თქმით, მოქალაქეებს რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე ჩვენ, ხელისუფლებამ, გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებისათვის მიგვეცა კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით, რომ ახალი სასწავლო წლისათვის მათ ჰქონოდათ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება. ამასთან დაკავშირებით ვიღაცებმა გადაწყვიტეს ფულის შოვნა და ფიზიკური პირები, კონკრეტული ადამიანები რეკლამასაც კი უწევენ საკუთარ მოქმედებას, რომლის მიხედვითაც ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ რეგისტრაციაში დახმარებას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგივე დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც აცხადებს, რომ ეხმარება რეგისტრაციაში იმ ადამიანებს, ვისაც ამისი საჭიროება აქვთ. აქედან გამომდინარე, ერთნაირად ამორალურია ფიზიკური პირების მიერ ფულის შოვნის გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი დახმარების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებით დახმარება აღმოუჩინონ მოქალაქეებს.

„ამის არანაირი საჭიროება არ არის, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ სპეციალური დავალება, თუ ამის საჭიროება იქნა, დაეხმარონ მოქალაქეებს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, მერიებში, სოფლებში მიმართონ სოფლის რწმუნებულებს და ისინი მიეხმარებიან თუ რამე შეფერხება იქნება. არანაირი სჭიროება არ არის რომელიმე ფიზიკური პირის, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, თაღლითობს და ფულს ართმევს მოქალაქეს იმაში, რომ ბავშვები დაარეგისტრირონ შესაბამის ბაზაში და ასევე არ არსებობს პოლიტიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის დახმარების საჭიროება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

თეგები: დახმარება ბავშვებსმამუკა მდინარაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
პოლიტიკა

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ – მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”

დეკემბერი 30, 2021
786
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ – მამუკა მდინარაძე

დეკემბერი 3, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია