ბიძინა ივანიშვილი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით, მათ შრის ქონებასთან და აქტივთან დაკავშირებით მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ამის გაუფასურება, გაუფერულება ბევრს უნდა. მაგრამ, ფაქტი ერთია, მთავარია, რა არის სიმართლე. სიმართლე კი იმაშია, რომ ის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედია,“ – განაცხადა მდინარაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ქონება ფონდი „ქართუს“ ანგარიშზე გადაიტანა.











